ა/ო საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ გამოცხადებულ კონკურსში – „სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის სკოლის წლევანდელმა კურსდამთავრებულმა ნინო მაღრაძემ გაიმარჯვა.
ოლიმპიადაში საქართველოს საჯარო სკოლების 1100 მოსწავლე მონაწილეობდა. პირველი ტური ელექტრონულად ჩატარდა და საუკეთესოთა ათეული გამოვლინდა. მეორე ტურში მოსწავლეებს ესე უნდა დაეწერათ.
„რისთვის გვჭირდება თანასწორობა“ – ნინო მაღრაძის ამ ესემ ყველაზე მეტი ქულა დაიმსახურა.
ნინო მაღრაძე ამ ოლიმპიადაში შარშანაც მონაწილეობდა. თუმცა საუკეთესოთა ათეულში ვერ მოხვდა. წელს კი, როგორც თავად ამბობს, განსაკუთრებით მოინდომა და ონლაინ გაკვეთილებს გულისყურით ეცნობოდა. პირველ ტურში ნინომ 33 შეკითხვიდან 32-ზე სწორი პასუხი გასცა.
ნინო მაღრაძეს ამ გამარჯვებამ რწმენა და მოტივაცია გაუძლიერა, რომ თუ მოინდოებ, შეუძლებელი არაფერია.
ონლაინ ოლიმპიადაში მეორე ადგილზე რუსთავის #4 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე მარიამ ქემაშვილი გავიდა, მესამე ადგილზე – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ანი თუთისანი.
გამარჯვებული სამეული საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს წარმომადგენელმა დააჯილდოვა და მათ სიგელებთან ერთად პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
ოლიმპიადის პირველი ტურის საუკეთესო ათეულს სერტიფიკატები გადაეცა, ხოლო 4-10 ადგილზე გასულ მოსწავლეებს „ილია ჭავჭავაძის ცენტრის“ წარმომადგენელმა, პროფესორმა მარიამ გერსამიამ წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუს“ ვაუჩერები გადასცა.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი