

„ბრიტანეთში გამოიკვლიეს, თუ რატომ არ იცრებიან ადამიანები. ეს ფაქტორები თითქმის იდენტურია მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც, – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი, – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წინააღმდეგნი არიან:
ანუ მათთვის ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო არის სოციალური მედია. ისინი კითხულობენ არა კვალიფიციურ ინფორმაციას, არამედ ვიღაცის ნაჭორავებს, სოციალურ ქსელში;
ფეიკნიუსებთან ბრძოლის ყველაზე სწორი და ძლიერი მეთოდი მტკიცებულებაზე დამყარებული ფაქტებით ბრძოლაა. ფეიკნიუსები ციფრობრივი, სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობილი არგუმენტებით უნდა გავანეიტრალოთ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, ამ ორი წლის განმავლობაში, თითქმის ყოველკვირეულად ვხვდებოდით ჟურნალისტებს. არც ერთ შეკითხვას არ გავურბივართ და ვცდილობთ, თითოეული ჩვენი პასუხი მტკიცებულებებზე დამყარებული იყოს.
ვაქცინაცია უსაფრთხოა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი აღრიცხავს ყველა აცრის შემდგომ გართულებას. საქართველოში ერთჯერადად აცრილი მილიონ 363 076 ადამიანში სერიოზული იმუნიზაციის შემდგომი გართულება მხოლოდ 0.06%-ში განვითარდა“, – განმარტავს ხათუნა ზახაშვილი.
ამავე თემაზე:
ყველა სოფელი უნდა შემომევლო და მეთქვა, რომ ხსნა ვაქცინაციაზე გადის
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე