

2018-2019 სასწავლო წელს განათლების სამინისტრომ სკოლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელება დაიწო.
ამ გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია „ახალი სკოლის მოდელი“, რომელიც 2024 წლამდე ყველა სკოლაში უნდა დაინერგოს. ეს პროცესი გულისხმობს ცოდნის აგებას წინარე ცოდნაზე დაყრდნობით, ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას, აქცენტს გააზრებაზე და არა დამახსოვრებაზე, მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული შეფასების შემოღებას.
სასკოლო სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების კოორდინატორი ხარაგაულში ნათია კაციტაძე ამბობს, რომ „ახალი სკოლის მოდელით“ სწავლება გასულ სასწავლო წელს ხარაგაულის ექვს სკოლაში (ხარაგაულის #2, #3, მარელისი, ბორი, ხიდარი, ხევი) მიმდინარეობდა. 2021-2022 სასწავლო წელს კი მუნიციპალიტეტში მოქმედი 26-ვე სკოლა ამ მოდელში ჩაერთო.
– „ახალი სკოლის მოდელით“ მოსწავლეები კომპლექსური დავალებების შესრულების მიხედვით შეფასდებიან „განმავითარებელი შეფასებით“, – ამბობს ნათია კაციტაძე, – მასწავლებლებმა ეს შეფასებები უნდა ატვირთონ ელექტრონულ ჟურნალში, სადაც შესაბამისი გრაფა ჩაემატება. 18 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით კი IV -IX კლასის მოსწავლეთა სადიაგნოსტიკო შეფასება მოხდება.
„ახალი სკოლის მოდელის“ შესახებ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია. მშობელმა უნდა იცოდეს, რომ მისი შვილი კომპლექსურ დავალებას ასრულებს და ამის მიხედვით განმავითარებელ შეფასებას და არა ნიშანს მიიღებს“.
სკოლების დირექტორები და მასწავლებლები კომპლექსური დავალების განხორციელებისას ერთ-ერთ გამოწვევად მოსწავლეთა მხრიდან ინტერნეტზე ხელმიუწვდომლობას ასახელებენ. ზოგიერთ სკოლაში პრობლემაა კომპიუტერული ტექნიკის გაუმართაობა.
როგორ განახორციელა კომპლექსური დავალება – თავისი ეტაპებით, შეფასებით, რისკებით, – ამის შესახებ ივნისში ხარაგაულში ჩატარდება მასწავლებელთა კონფერენცია, რომელშიც თითოეული სკოლიდან თითო მასწავლებელი ჩაერთვება. რაიონული კონფერენციიდან ერთი ნაშრომი, საგნობრივ ექსპერტთან კონსულტაციით, გაიგზავნება ეროვნულ კონფერენციაზე, რომლის ჩატარებაც ივლისში იგეგმება.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა
აშშ-ის პრეზიდენტი ირანის დაბომბვის ორი კვირით შეწყვეტას დასთანხმდა იმ პირობით,
აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი, პოეტი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე