„თითოეულ მოსახლესთან უნდა მივსულიყავით და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გვესაუბრა.

საქართველოში 3000-ვე სოფელი უნდა შემომევლო და მოსახლეობისთვის მეთქვა, რომ ხსნა ვაქცინაციაზე გადის, – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

2021 წლის ივნისში ჩვენს ქვეყანაში 5 მლნ დოზა ვაქცინა იყო. შეგვეძლო, მასობრივი ვაქცინაცია დაგვეწყო. აგვისტოში დღიურად 23 ათას აცრაზე ავედით. მიხაროდა და იცით, როგორი იმედი მქონდა?!

სექტემბერში, ვაქცინაციის დღიური მაჩვენებლით, 20 ათას აცრაზე ჩამოვედით. ამასაც არა უშავდა. ოქტომბერი-დეკემბერი ჩავაგდეთ. ბუსტერ დოზა მხოლოდ 240 ათასმა ადამიანმა გაიკეთა. იანვრიდან მარტის ჩათვლით, 700-800 ათას ადამიანს რომ ბუსტერი გაეკეთებინა, სულ მცირე – ათასი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენდით, – ამას ადამიანების სოლიდარობა სჭირდება.

სამედიცინო პერსონალი ხელისგულზე სატარებელი ხალხია, მაგრამ გულნაკლული ვარ – ექიმების 83% არის ორჯერადად აცრილი. მათგან ბუსტერ დოზით 35% აიცრა.  ექთნებში ორჯერადად აცრა  60%-ზე ოდნავ მეტია და კიდევ უფრო ნაკლები – უმცროს სამედიცინო პერსონალში.

ბევრჯერ იყო მსჯელობა სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებასთან დაკავშირებით. პიროვნულად მხარს ვუჭერდი, რომ ექიმებსა და მასწავლებლებში აცრა სავალდებულო ყოფილიყო. თუმცა, სამწუხაროდ, სავალდებულო აცრა ბევრ უფლებრივ საკითხთან წინააღმდეგობაშია და ვერ დადგინდა“.

ამავე თემაზე:

ყველა სოფელი უნდა შემომევლო და მეთქვა, რომ ხსნა ვაქცინაციაზე გადის