

„თეატრალური იმერეთის“ დირექტორის, მაია პაქსაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ფესტივალი 13 ივნისიდან 30 ივნისამდე ჩატარდება.
ტრადიციულად ფესტივალს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი უმასპინძლებს. ფესტივალში იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მოქმედი თეატრალური დასი ჩაერთვება. მათგან ქუთაისის, ჭიათურისა და ზესტაფონის სახელმწიფო თეატრები ჟიურისგან დაწესებული საკონკურსო ნომინაციების მიხედვით არ შეფასდებიან, რადგან „თეატრალური იმერეთი“ სახალხო თეატრების ფესტივალია.
წელს სტუმრის სტატუსით ფესტივალს ყაზახეთის მუსიკალური თეატრი სპექტაკლით „ხანუმა“ ეწვევა. „თეატრალური იმერეთი 2022“ წელს მეცამეტედ გაიმართება.
ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხეიძის თქმით, თუ რა სპექტაკლს წარადგენს ფესტივალზე, ამის შესახებ ინფორმაციას მომავალ კვირაში მოგვაწოდებს.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
„თეატრალური იმერეთი“ – მთავარი სასიცოცხლო არტერია სახალხო თეატრებისთვის
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.