ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე ტაბატაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, მათ ცენტრში კორონავირუსზე ტესტირებისთვის მიმსვლელთა რიცხვი, გასულ თვესთან შედარებით, მკვეთრად შემცირდა. მარტში ხარაგაულში კორონავირუსი 134 ადამიანს დაუდასტურდა.

მისივე თქმით, დღის განმავლობაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომის მქონე 5-6 მოქალაქე აკითხავთ. გეგმიური ტესტირება კვირაში ერთხელ სწრაფი ტესტით მხოლოდ მასწავლებლებს უტარდებათ.

covid-19-ით ინფიცირებულთა რიცხვის შემცირების მიუხედავად, ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს – დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, დისტანციისა და ჰიგიენის დაცვა აუცილებელია. ამ ვისურისგან დაცვის მთავარი საშუალება კი ვაქცინაციაა.

ხარაგაულში კორონავირუსის პირველად გამოვლენიდან (2020 წლის 15 ოქტომბერი) 2022 წლის 13 აპრილამდე სულ ეს ვირუსი ლაბორატორიულად 5349 პირს დაუდასტურდა. მათგან 5296 გამოჯანმრთელდა, 49 – გარდაიცვალა.