

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, მარტში კორონავირუსით ხარაგაულში 134 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 122 გამოჯანმრთელდა, ხოლო ერთი – გარდაიცვალა.
ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე ამბობს, რომ თებერვლის თვესთან შედარებით, ინფიცირების ახალი შემთხვევები მკვეთრად შემცირდა, – covid-19 თებერვალში 1 127 პირს გამოუვლინდა. მისივე თქმით, კორონავირუსით დაავადების კლებით არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ვირუსი დავამარცხეთ. დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ჰიგიენა და კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა აუცილებელია.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან (2020 წლის 15 ოქტომბერი) 2022 წლის მარტის ჩათვლით სულ ამ ვირუსით ინფიცირების 5341 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან 5281 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 48 – გარდაიცვალა.
პირველი აპრილის მდგომარეობით ოფიციალურად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 12 ადამიანია ინფიცირებული. ყველა მათგანი სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობს.
ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.