პირველი მარტიდან სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ოთხწლიანი პროგრამა დაიწყო.
ქვეპროგრამის მიზნები დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის მესამე დანართშია განსაზღვრული. ამ ქვეპროგრამის მიხედვით, დასაქმებულის ხელფასი 300 ლარი იქნება. მის ოჯახს კი საარსებო შემწეობა ოთხი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება. სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება მაშინაც არ შეუწყდება, თუ მისი შრომისუნარიანი წევრი უარს იტყვის შეთავაზებაზე. თუმცა, ამ შემთხვევაში, ერთი წლის შემდეგ, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება.
ამ პროგრამაში ჩართვის უფლება აქვთ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღებ როგორც შრომისუნარიან, ისე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულაც 120 000-ს არ აღემატება.
პროგრამის მოსარგებლეს აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს ან საზოგადოებრივი სამუშაო, ან შრომის ბაზარზე არსებული უნარ-ჩვევების, გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი ვაკანსია.
საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის მსურველს ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ლეგალური სტაბილური შემოსავალი არ უნდა უფიქსირდებოდეს. გამონაკლისია ერთჯერადად გაწეული სამუშაოსთვის ანაზღაურების მიღება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის განყოფილებიდან მოპოვებული ინფორმაციით, მოსახლეობასთან ჯგუფური კონსულტაციები კიცხში, ვარძიაში, წყალაფორეთში, ხიდარში და დაბა ხარაგაულში გაიმართა. ინდივიდუალურ კონსულტაციებს ადგილზე მისულ მოქალაქეებს ყოველდღიურად უწევენ.
ამ სამსახურის უფროსის, კიაზო გამრეკელაშვილის ინფორმაციით, მათთან მისული 180 პირი კონკრეტულ ვაკანსიაზე უკვე გადაამისამართეს.
– საზოგადოებრივი სამუშაოების ვაკანსიებს ადგილობრივი მერია გვაწვდის. ეს, ძირითადად, მუნიციპალური ააიპების ვაკანსიებია, – ამბობს კიაზო გამრეკელაშვილი, – ამ პროგრამაში ჩაერთვნენ – დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება, კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი, სათნოების სახლი, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრი.
სოციალურად დაუცველთა დასაქმებას აპირებენ ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული უწყებები – სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სატყეო სააგენტო და დაცული ტერიტორიების სააგენტო.
სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამას სოციალური მომსახურების სააგენტო უახლოეს ხანში ძირულას ხეობისა და ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობას გააცნობს. შეხვედრების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით, ვერ სახელდება.
ხარაგაულის თვითმმართველობებისგან დაფუძნებული ააიპ-ების ხელმძღვანელებისგან მოპოვებული ინფორმაციით, ვაკანსიებზე სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროცესი მიმდინარეობს. ეს დასაქმებულები ანაზღაურებას ცენტრალური ბიუჯეტიდან ამ პროგრამისთვის განსაზღვრული თანხიდან მიიღებენ, ხოლო მონიტორინგს მათ საქმიანობას ააიპ-ების ადმინისტრაციები გაუწევენ.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
რეალური დასაქმება სოციალურად დაუცველებისთვის თუ საბიუჯეტო თანხების ფლანგვა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი