

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების კლების გამო, მარტის მეორე ნახევარში ხარაგაულში მოქმედ 26-ვე სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გრძელდება.
ეს ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძესგან მოვიპოვეთ. მისი თქმით, დღეს მოსული თოვლის მიუხედავად, მოსწავლეები სასკოლო ტრანსპორტით სკოლებამდე შეუფერხებლად მივიდნენ.
მარინე ვეფხვაძის ინფორმაციით, დღეისათვის, კორონავირუსით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ორი მასწავლებელი და ერთი მოსწავლეა ინფიცირებული. ისინი სკოლებში ხვალ დაბრუნდებიან.
პირველი მარტიდან კორონავირუსზე ტესტირების პროგრამაში ცვლილების გამო, სკოლების თანამშრომლებს კვირაში ერთხელ სწრაფი ტესტი უტარდებათ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,