

დღეიდან, პირველი მარტიდან, PCR ტესტირება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღარ დაფინანსდება, თუმცა გრძელდება სწრაფი ანტიგენ ტესტირების პროგრამა.
ამ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
კოვიდ-ტესტირების რეჟიმების გადახედვა მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდა. ქვეყანაში ძირითადი გავრცელების ვარიანტად რჩება ომიკრონი და გავრცელების პიკური სიდიდეები გადავლილია. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს აქვს კლებადი სახე, ხოლო შემთხვევათა უმეტესობა ასიმპტომურად, ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს.
კოვიდ 19-ის სიმპტომების მქონე პირები, რომელთაც ანტიგენ ტესტის პასუხი უარყოფითი აქვთ, უნდა დარჩნენ იზოლაციაში, მინიმუმ 5 დღის განმავლობაში. მდგომარეობის შემდგომი მართვის გეგმა კი უნდა ჩამოყალიბდეს სიმპტომების და კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად.
PCR ტესტირება ნარჩუნდება მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტებში, საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,