

„საქართველოს რკინიგზასგან“ გავრცელებული ინფორმაციით, საქალაქთაშორისო მიმართულებით მოძრავი მატარებლების გრაფიკი შეიცვალა.
უცვლელია საგარეუბნო მატარებლის ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის გადაადგილების დრო.
ამ მატარებლის მიმოსვლის განრიგი ასეთია:
ჩხერიმელას ხეობის სოფლებისთვის ერთადერთ ხელმისაწვდომ ამ საგარეუბნო მატარებელს მგზავრები 27 თებერვლიდან შუადღისასაც გადაჰყავდა. თუმცა, 7 მარტს მარელისში მომხადარი სტიქიის შემდეგ, შუადღისას ეს მატარებელი აღარ დადის.
მგზავრებისთვის სიახლეა ის, რომ ოზურგეთი-თბილისის ჩქაროსნულ მატარებელზე მგზავრებისთვის ე.წ. „ფეხზე დგომის“ ერთლარიანი ბილეთით მგზავრობა ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე აღდგა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეს მატარებელი ხარაგაულში, მარელისში, მოლითსა და წიფაში აჩერებს.
2020 წლის აგვისტოდან, კორონავირუსის პანდემიის გამო, ამ მატარებლით ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე მგზავრობა შვიდი ლარი ღირდა.
როდის განახლდება საგარეუბნო მატარებლის მიმოსვლა შუადღისას, – „საქართველოს რკინიგზადან“ ამ შეკითხვაზე პასუხს „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია მიღებისთანავე გაცნობებთ.
ხარაგაულის მოსახლეობა ასევე ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მატარებლის მიმოსვლის აღგენას ითხოვს.
საქალაქთაშორისო მიმართულებით მოძრავი მატარებლების ახალი გრაფიკი ასეთია:

ძუძუს კიბო მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე
იმერეთში რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს
1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ ღორეშისა და ვერტყვიჭალის
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა – ეს თარიღი 1991 წლიდან აღინიშნება.