ათეული წლებია, ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა შრომითი პირობები მძიმეა.
სოფლებში მადანის მოპოვებით კატასტროფულია ჭიათურის ეკოლოგიური მდგომარეობა.
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე ამბობს, რომ დეპუტატად არჩევისთანავე შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობას შეხვდა.
„მოლაპარაკებები რთულად წარიმართა. საბოლოოდ, მემორანდუმი გავაფორმეთ, რომელსაც ხელს მე, ჭიათურის მერი და „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ვაწერთ. ამ მემორანდუმში თითოეული მხარის ვალდებულებები გაიწერა.
მემორანდუმის მიხედვით, „ჯორჯიან მანგანეზი“ ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს – დააგებს გზებს და დაზიანებული ტერიტორიების რეკულტივაციას დაიწყებს. მემორანდუმში წერია, რომ მდინარე ყვირილას გასუფთავება 2022 წლის პირველ ივლისამდე დასრულდება.
განსაკუთრებული ყურადღება ქუჩების დასუფთავებას მიექცევა. მემორანდუმი ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას.
„წერეთლის მაღარო“ და „ძუძუანას მღვიმე“ ტურისტულ ობიექტებად გადაკეთდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც კომპანიის დაფინანსებით უკვე ამოქმედდა.
ჭიათურაში სერიოზული პრობლემაა მადანის მოპოვების შედეგად საცხოვრებელი სახლების ნგრევა, ქალაქში ქვათა ცვენა. მემორანდუმით ყველა საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება. აქამდე ასეთი რამ არავის გაუკეთებია. ჭიათურიდან ისეთი სიმდიდრე გაედინება, რომ იქაურებმა ადექვატური სარგებელი უნდა მიიღონ“.
ასევე დაგაინტერესებთ
ომის შემდეგ რუსეთი ეკონომიკურად დასუსტებული და მორალურად განადგურებული დარჩება – პაატა კვიჟინაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი