მეხუთე წელია, რაც მაღალმთიან სოფელ გედსამანიის სკოლაში დასაქმებულები მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის დაწესებული შეღავათებით ვერ სარგებლობენ.

ამის მიზეზი ისაა, რომ გედსამანიის სკოლა 2005 წლიდან ხუნევის სკოლასთან არის შერწყმული, ხუნევს კი მაღალმთიანი დასახლების სტატუსი არ აქვს.

ამ პრობლემის მოგვარებას პარლამენტარი პაატა კვიჟინაძე განათლების სამინისტროსთან თანაშრომლობით აპირებდა.

– ამ საკითხზე განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შევხვდი. ისინი ადგილზე იმყოფებოდნენ და მითხრეს, რომ გედსამანიის სკოლაში ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს, რომ სკოლამ დამოუკიდებელი სტატუსი დაიბრუნოს. ამის შემდეგ მზად ვარ, სამინისტროსთან ეს საკითხი ისევ დავაყენო, – ამბობს პაატა კვიჟინაძე.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, 2022 წელს სკოლების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხიდან, პირველ რიგში, ხუნევი-გედსამანიის სკოლების რეაბილიტაცია იგეგმება.

ამავე თემაზე ასევე დაგაინტერესებთ

მაღალმთიან გედსამანიაში მასწავლებელთა შრომითი უფლებები ირღვევა

„ომის შემდეგ რუსეთი ეკონომიკურად დასუსტებული და მორალურად განადგურებული დარჩება“ – პაატა კვიჟინაძე