16-17 აპრილს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემ, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ბიუჯეტის განყოფილების უფროსმა, თათია ხეთაგურმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელმა, ინგა სინჯიკაშვილმა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პარლამენტის საბიუჯეტო ოფისებისა და დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციების გაერთიანების მე-7 შეხვედრაში.

შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციებისა და საბიუჯეტო ოფისების მანდატი, მათი ფუნქციები, ამოცანები და როლი საჯარო ფინანსების მართვის სფეროს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნვეყოფაში. ასევე, დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციების საქმიანობის საოპერაციო პრინციპები და საქმიანობის ეფექტიანობის ერთიანი ჩარჩო პირობები.

შეხვედრას ესწრებოდნენ 30-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში განიხილეს საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნების დამოუკიდებელ ფისკალურ ინსტიტუციებთან შესაძლო თანამშრომლობის და მათგან გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები და პერსპექტივები.

წყარო: www.parliament.ge