ხარაგაულში კონსერვატული მოძრაობის ოფისის გახსნას აპროტესტებენ.
„ვინც ნამყოფი ხართ, იცით, რომ სულ ერთი ქუჩაა ამ რაიონში და პირადად თუ არა, სახელით და გვარით მაინც ვიცნობთ ერთმანეთს, – სოციალურ ქსელში წერს მაია ტორაძე, – მე ყველა ვიცანი, ვინც აქციაზეა – არაჩვეულებრივი ახალგაზრდები და ქვეყანა რომ უნდა დაეყრდნოს, ისეთი დედები დგანან – მათ შორის მრავალშვილიანები…
ნეტავ წაგაკითხათ, რა ამბავია კომენტარებში, ან რა სიტყვების კორიანტელი დააყენეს ამ ვითომ „ქართველმა კაცებმა“…
ჰოდა, ესაა ჩვენი საზოგადოება? ამათი იმედი უნდა გვქონდეს? რუსეთს რატომ ლანძღავთო, ეს კაცები იომებენ სადმე? კლავიატურიდან დედების მაგინებლები გაზრდიან შვილებს? იმ ერთ ქუჩაზე გვერდს ვერ აუვლიან ამ ადამიანებს ხვალ და ამ სიტყვების მერე თავი როგორ უნდა ასწიონ? ღირს მეზობლის გინება რუსეთის გამო? იმ რუსის გამო, ამდენი ხარაგაულელი ბიჭი რომ ჩააწვინა მიწაში?
აღარ ვიცი, რა უნდა ვიფიქროთ და გავაკეთოთ, რომ ოდესმე ხალხი მთავარ ღირებულებაზე მაინც შეთანხმდეს, თორემ ვის რა პარტია მოსწონს და ვინ ბოზბაშს ამჯობინებს ჩიხირთმას, ამას არავინ დავობს…
გახლეჩილობა იყო მუდამ ჩვენი ჭირი… ასეც დარჩა.
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების