
ხარაგაულში თავისუფალი ჭიდაობის სკოლის ფუძემდებელი, ღირსების ორდენის კავალერი, რესპუბლიკის დამსახურებული მწვრთნელი, ხარაგაულის საპატიო მოქალაქე, ანზორ მაღრაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თითქმის ნახევარი საუკუნე ანზორ მაღრაძე ხარაგაულში თავისუფალი ჭიდაობის გაძლიერებისთვის იღწვოდა. მის მიერ მომზადებული სპორტსმენები წლების განმავლობაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ჩატარებულ ჩემპიონატებში დიდ წარმატებას აღწევდნენ.
მხოლოდ მოწინააღმდეგეზე გამარჯვებას კი არა, მის პატივისცემას, ვაჟკაცობას, ღირსებას გვასწავლიდა. სამართლიანობით გამოირჩეოდა. შრომისმოყვარეობას მიგვაჩვია – ასე ახასიათებენ ღვაწლმოსილ პიროვნებას მისი აღზრდილები.
თავად ბატონი ანზორი მოჭიდავეებისგან მიღწეული შედეგებით ყოველთვის ამაყობდა.
ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად ანზორ მაღრაძე 2015-2018 წლებში ხარაგაულის სპორტსკოლაში კონსულტანტად მუშაობდა. მოსწავლეებს თავისუფალი ჭიდაობის ისტორიას ასწავლიდა და პრაქტიკულ რჩევებს აძლევდა.
ანზორ მაღრაძეს შაბათს, 12 მარტს, ხარაგაულში დაკრძალავენ. მისგან განვლილ გზასა და ამაგს დავიწყება არ უწერია.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ანზორ მაღრაძემ ბევრ ახალგაზრდას გაუკვალა გზა და ცხოვრებისეული სირთულეების დასაძლევადაც მოამზადა
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის
ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს,
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,