

ხარაგაულის საკრებულოს წევრმა ოპოზიციური პარტიიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქეთევან ზუმბაძემ 6 აპრილს სხდომაზე ბორითის საბავშვო ბაღის გამგე თამარ ტაბატაძის გათავისუფლებაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ დეპუტატი არ უნდა ერეოდეს საბავშვო ბაღების საქმიანობასა და საკადრო საკითხებში.
„დეპუტატი არ უნდა ერეოდეს საბავშვო ბაღების საქმიანობასა და საკადრო საკითხებში, – აღნიშნა მან, – ბორითის დეპუტატი მანანა ბარბაქაძე საბავშვო ბაღში მივიდა არასამუშაო დღეს და თამარ ტაბატაძეს გამოუცხადა, რომ ის იმუშავებდა არა ბაღის გამგედ, არამედ გამგის მოადგილედ, შეიცვალა ხელისუფლება და თქვენც უნდა დათმოთო.“
მანანა ბარბაქაძე სხდომაზე არ იმყოფებოდა. მას ტელეფონით დავუკავშირდით და ვკითხეთ, რამდენად მართალია ეს ფაქტი.
მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ თამარ ტაბატაძე აგრძელებს მუშაობას გამგის მოადგილედ და ის არავის შეუვიწროვებია.
„პარასკევ საღამოს დამირეკა გაერთიანების დირექტორმა და მითხრა, რომ შაბათს მოვიდოდნენ ახალი თანამშრომლების წარსადგენად და ჯგუფების მოსაწესრიგებლად, – გვითხრა თამარ ტაბატაძემ, – გაერთიანების დირექტორმა დაასახელა თანამშრომლები და თქვა, რომ დაუშვეს გამგის მოადგილის შტატი და ამ თანამდებობაზე მე ვიმუშავებდი. გამიკვირდა და ვიკითხე, რა იყო ამის საფუძველი. ცხრა წელი ვიმუშავე გამგედ. არასდროს მიმიღია გაფრთხილება. ვარ სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის სპეციალისტი. მანანა ბარბაქაძემ მითხრა, შეიცვლა ხელისუფლება და ახალი გუნდით მოვედითო. ეს მოისმინეს თანამშრომლებმა. ვაგრძელებ გამგის მოადგილედ მუშაობას, თუმცა ჯერჯერობით არ ჩამბარებია ბრძანება გამგის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მოადგილედ დანიშვნის თაობაზე.“
ნინო კაპანაძე
14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში კამპანიას – „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ 12 გამომცემლობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების წესების
სინათლე არ უნდა ჩაქრეს! სწორედ ამიტომ მატარებელი კომიქსის გუნდმა გადავწყვიტეთ,
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ უერთდება დამოუკიდებელი