„ჩვენი აზრის“ მიერ გამოცხადებული ესსეების კონკურსში, რომლის თემაა – „გზა, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ“, Facebook გამოკითხვით ვახანის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლემ, მარიტა ბლუაშვილმა გაიმარჯვა.
ამავე კონკურსში ჟიურის რჩეული ბორის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე მარიამ ბერაძის ნამუშევარია.
კონკურსანტებს თავიან ნამუშევრებში საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა უნდა წარმოედგინათ.
ესსეების კონკურსში გამარჯვებულებს მიღწეულ წარმატებას ვულოცავთ.
ამჯერად მარიტა ბლუაშვილის ნამუშევარს გაგაცნობთ.
„ყმაწვილი უნდა სწავლობდეს
საცნობლად თავისადაო,
ვინ არის, სიდამ მოსულა,
სად არის, წავა სადაო?“
ყოველი ადამიანისა თუ სახელმწიფოს წინაშე დგება გადამწყვეტი მომენტი, – გააკეთოს არჩევანი და ამ გადაწყვეტილების მიღება არც თუ ისე მარტივია. საკუთარი თავის, არსის, მიზნის შეცნობა ამ გზის არჩევანში გვეხმარება. თუმცა ძნელი სწორედ ისაა, შეიცნო საკუთარი თავი, გაიგო ვინ ხარ, სად დგახარ და საით უკეთესია წასვლა.
ამ გზაგასაყარზე მდგარა ჩვენი ქვეყანა ძალიან ხშირად, ნებით თუ უნებლიეთ და მიუღია ხან სასიკეთო და ხან საზიანო გადაწყვეტილება. საზიანო ალბათ, იმიტომ, რომ ვერ გავაცნობიერეთ საკუთარი პასუხისმგებლობა თუ ქვეყნის მნიშვნელობა, ტრადიციები, მამა-პაპათა ინტერესები და ის მისია, რაც გვაკისრია, როგორც სახელმწიფოს და როგორც მოქალაქეს.
„ვერასოდეს შევძლებთ არსებული პრობლემის მოგვარებას, თუ იგივე აზროვნება და მიდგომა გვექნება, რამაც ამ პრობლემამდე მიგვიყვანა“, – როგორც ალბერტ აინშტაინი იტყოდა. ამიტომაც სწორად უნდა ავირჩიოთ გზა, უკეთესი მომავლისაკენ.
საგარეო პოლიტიკა ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს ატრიბუტს წარმოადგენს. საქარველოსთვის, როგორც პატარა და რთული გეოპოლიტიკის მქონე სახელწიფოსთვის, მწყობრი საგარეო პოლიტიკა გადამწყვეტია უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს ოდითგანვე ჰქონდა კავშირი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, როდესაც საქართველო რუსეთის ტოტალიტარული რეჟიმის ქვეშ იყო, მსოფლიოს ასპარეზზე გამოანათა ხსნის ერთადერთმა შესაძლებლობამ – ევროპამ. გამსახურდიას სიტყვები გამართლდა: 1991 წელს საქართველოს მიერ მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ ქვეყნის დასავლური კურსის აღება და ევროპასთან დაახლოება გამოიწვია.
ვფიქრობ, რომ დასავლეთისკენ სწრაფვა არის გარანტი ნათელი და განვითარებული მომავლისა. ეს გზა გვაძლევს უამრავ შესაძლებლობას, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობა. საქართველო ყოველთვის იყო არჩევანის წინაშე, თუ რომელი ქვეყნისთვის მიენდო თავისი ბედი.
თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად ეს არჩევანი სავალალო ხდებოდა. გამონაკლისად შეგვიძლია მივიჩნიოთ ევროპა, რადგან ევროპა არის გზა ხსნისა. გავიხსენოთ „მგზავრის წერილებში“ ფრანგის სახე, რომელიც მეტაფორაა განვითარებული და წარმატებული ევროპისა. თუნდაც ის მჭიდრო ხელის ჩამორთმევა მგზავრსა და ფრანსიელს შორის გვიჩვენებს ძლიერ და სტაბილურ კავშირს ევროპასთან.
მიუხედავად ჩვენი საგარეო კურსისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, „ვისი გორისა ვართ“. ჩვენი ტრადიციები და კულტურა უნდა შევინარჩუნოთ და გადავცეთ მომავალ თაობას. საბოლოოდ, საქართველოს ქართველი ხალხი შეიყვარებს და დარჩება მისი ერთგული სიცოცხლის ბოლომდე.
რაც მთავარია, არასდროს უნდა დავკარგოთ თავისუფლება, როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილი ამბობს: „რა ხელს ყრის პატივს ნაზი ბულბული გალიაშია დატყვევებული“. ამ სიტყვებით ვიგებთ, რომ ჩვენ რაც არ უნდა კარგ პირობებში ვიყოთ, თავისუფლება მაინც უმნიშვნელოვანესია.
ილიას სიტყვებით რომ ვთქვათ: ,,ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“. მიუხედავად ამისა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპასთან ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთ. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ორიენტირი საკუთარ თავზე ზრუნვა და სამშობლოსთვის უპირატესობის მინიჭება უნდა იყოს, რაც თავისთავად ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის საწინდარია.
ევროპა დაგვეხმარება საკუთარი თავის შეცნობაში და ჩვენს ყოველდღიურობაში შემოიტანს სხვადასხვა ინოვაციას. სწორედ რომ ევროპა არის თანამედროვე ცივილიზაციის აკვანი. „ვეცადოთ, ყველა დამარცხება გამარჯვებად ვაქციოთ“!
მარიტა ბლუაშვილი
ვახანის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების