

ხარაგაულის სოფელ კიცხში მცხოვრები მამაკაცი საჩხერის კოვიდკლინიკაში მკურნალობდა.
ეს ინფორმაცია ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე ტაბატაძესგან მოვიპოვეთ. მისი თქმით, მამაკაცი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ ყოფილა.
ამით ხარაგაულში covid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა.
„ჩვენი მთავარი რეკომენდაციაა, აიცერით და ვირუსის დადასტურების შემდეგ დარჩით სახლში, – ამბობს ალექსანდრე ტაბატაძე – გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს“.
ბოლო 24-საათში ხარაგაულში კორონავირუსის 91 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,