
საქართველოში ომიკრონის 1009 შემთხვევაა დადასტურებული, – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.
მისი თქმით, „ცირკულაციაში ომიკრონის შემთხვევათა რიცხვი 45%-დან, რასაც აქამდე ვამბობდით, იმატებს და ჩვენი გათვლებით კვირის ბოლომდე დადასტურებულ შემთხვევათა დღიურ მაჩვენებელში 60% ომიკრონის შტამი იქნება.
1009 დადასტურებული შემთხვევიდან 16% რეინფიცირებაა. შემთხვევათა უმრავლესობა – 61% თბილისშია გამოვლენილი, 12% იმერეთში, 6.5% აჭარაში. მოკვლეულ შემთხვევათა 50%-ს ჩატარებული აქვს ვაქცინაცია.
1009 შემთხვევიდან 14% ჰოსპიტალიზაცია მოხდა,ხოლო 12%-მა უკვე დატოვა კლინიკა, არც ერთს არ დასჭირვებია ინტენსიური და რეანიმაციული დახმარება. ერთი მათ შორის იყო 37 კვირის ორსული, რომელიც ასევე გაეწერა კლინიკიდან.
ომიკრონის საერთო 1009 შემთხვევიდან 18 წლამდე მოზარდი არის 92 და მათგან 5 წლამდე ასაკის ბავშვი არის 16.
საერთაშორისო მონაცემებით, ომიკრონის შტამი აცრილებს ბევრად იოლად გადააქვთ, ბუსტერ დოზა არის ერთ-ერთი მთავარი დამცველი საშუალება. უფრო მეტად ინფიცირდებიან ახალგაზრდები, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტებიდან დაბრუნებულ ადამიანებშია დაფიქსირებული.
დღეს მსოფლიოში კორონავირუსის დღიური მაჩვენებლის რეკორდული ციფრი დაფიქსირდა – ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსი 3 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა“.
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი
რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის
ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ხემაღალსა და ღვერკში
მეორე წელია, ხევში საბავშვო ბაღისა და საექიმო