
81 წლის ასაკში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი მამია ლაცაბიძე გარდაიცვალა.
40 წელი ის მოსწავლეებს ენის შესწავლის პარალელურად, ქართული ენის, კულტურის, ისტორიის სიყვარულს უნერგავდა.
გასულ წელს, როცა მამია ლაცაბიძე 80 წლის გახდა, „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
„კარგი ქართველები უნდა ვიყოთ, ევროპელებმა რომ არ გვიუცხოონ, – გვითხრა მან, – ისეთი კარგები, აკაკი, კონსტანტინე, ექვთიმე, ჭავჭავაძეები, ნიკოლაძეები და სხვანი რომ იყვნენ.
თუ მყისიერად ევროპელებად გახდომა მოვინდომეთ, აკაკის „ღამურად“ გადავიქცევით. უპირველესად, ჩვენი თავის სრულყოფისთვის უნდა ვიზრუნოთ, რაც საფუძვლიანი განათლების მიღებით არის შესაძლებელი“.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მამია ლაცაბიძის გარდაცვალების გამო.
მერვე წელია, მიხეილ ბანცაძე და ნესტან ტალახაძე ოჯახით გერმანიაში ცხოვრობენ.
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის
ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს,
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე