

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში, საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით, შემცირდა ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯი 117,6 ათასი ლარიდან 90,6 ათას ლარამდე;
წარმომადგენლობითი ხარჯი შემცირდა 18 ათასი ლარიდან 12 ათას ლარამდე;
არასაცხოვრებელი შენობების რემონტი შემცირდა 49,8 ათასი ლარიდან 10 ათას ლარამდე.
სულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში ხარჯები შემცირდა 72,8 ათასი ლარით.
საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 6 მარტის #422 განკარგულებით განისაზღვრა.
ამ განკარგულების თანახმად, ადგილობრივ თვითმმართველობებს ეთხოვათ, რომ შრომის ანაზღაურების მუხლით 2015 წელს გაწეული ხარჯი თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის არ უნდა აღემატებოდეს 2014 წლის საკასო ხარჯს.
პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ადგილობრივ თვითმმართველობებს ასევე ეთხოვათ ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვის პრინციპები გაითვალისწინონ 2016-2017 წლების ბიუჯეტების დაგეგმვისას.
პრემიერ-მინისტრის 6 მარტის #422 განკარგულების თანახმად, მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს მივლინების ხარჯების დაფინანსება და ოფისის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები;
მოხმარებული საწვავის ხარჯები 2014 წლის საკასო ხარჯთან შედარებით წელს არანაკლებ 30%-ით უნდა შემცირდეს;
უნდა შეიზღუდოს წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსება, რბილი ინვენტარის, უნიფორმების, პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული, საოფისე ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების შეძენა.
პრემიერ-მინისტრის განკარგულების თანახმად, ადგილობრივ თვითმმართველობებს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროსთვის 23 მარტისთვის უნდა წარედგინათ.
ხარაგაულის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სხდომათა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სამმა საბავშვო ბაღმა ავტორიზაცია
ავტობანის მშენებლობის არეალში მოხვედრილი საბავშვო ბაღისთვის
ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ მერიის კულტურის სამსახურის ანგარიში, მერის
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის