

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, დღეიდან, 7 დეკემბრიდან, დისტანციურ სწავლებაზე წიფის სკოლა გადავიდა.
ამ სკოლაში კორონავირუსი გუშინ, 6 დეკემბერს, ხუთ მოსწავლეს დაუდასტურდა.
„წიფის სკოლაში დისტანციური სწავლა 13 დეკემბრამდე გაგრძელდება, – ამბობს მარინე ვეფხვაძე, – ამ დღეს, სწავლის დაწყებამდე, სკოლის ყველა მოსწავლესა და თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება.
თუ ტესტირების შემდეგ ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირდა, სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზე, 7 დეკემბრის მონაცემებით, მხოლოდ ერთი, წიფის სკოლაა.
თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთის
მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა,
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა