

ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსი 55 პირს გამოუვლინდა.
მათგან 17 ბავშვია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი, პირველად დაფიქსირებიდან დღემდე, 3 177 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 2 655 გამოჯანმრთელდა, 42 გარდაიცვალა.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულია 480 ადამიანი. მათგან 40 დაავადებული სტაციონარში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით. იზოლაციაშია 95 პირი.
ხარაგაულისა და ბორითის საავადმყოფოების თანამშრომლები გუშინ, 6 დეკემბერს, კორონავირუსზე გეგმიურად გაიტესტენ. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, მათი PCR ტესტების პასუხები უარყოფითია.
თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთის
მთავრობა გრანტების მართვის სააგენტოს ხურავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა,
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა