ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურმა ბანკმა ზესტაფონში რიგით მეოთხე ფილიალი გახსნა.
გახსნაზე სისხლის ბანკის დამფუძნებელი ნატალია კვანტალიანი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე იმყოფებოდნენ.
სისხლის ბანკის ზესტაფონის ფილიალი იქნება ერთგვარი რეგიონალური ცენტრი, რომელიც ზემო იმერეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ადამიანებს მოემსახურება.
ამ დრომდე, იმერეთის რეგიონში სისხლის ბანკი მხოლოდ ქუთაისში ფუნქციონირებდა.
ნატალია კვანტალიანმა სისხლის ბანკი 11 წლის წინ დააარსა. იდეა კი მას შემდეგ გაუჩნდა, როდესაც ამ კუთხით თავად შეექმნა პრობლემები. სურდა, სისხლის ბანკის შექმნით საქართველოსთვის კეთილი საქმე გაეკეთებინა. ქალბატონი ნატალია ბიზნესის სფეროს წარმომადგენელია. თუმცა, ამბობს, რომ სისხლის ბანკი მისთვის ბიზნესი არ არის.
„2010 წელს დედაჩემმა თავის ტრავმა მიიღო. ამის გამო ერთი წლის განმავლობაში სისხლის ბანკიდან სისხლის აღება მიწევდა. მაშინ ბევრ სირთულეს გადავაწყდი. ვთქვი, – თუ დედა გამოკეთდება, ჩემი ქვეყნისთვის რაიმე კარგ საქმეს გავაკეთებ.
ღია აუქციონზე გამოვიდა სისხლის ბანკის დაწესებულება, რომელიც სერიოზული ინვესტიციის ჩადებას ითხოვდა. ამ რისკმა არ შემაშინა. მინდოდა, სხვა ადამიანებს ის სირთულეები აღარ შეხვედროდათ, რისი გადატანაც მე მომიწია.
სისხლის ბანკი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთი ადამიანის მიერ გაცემულმა სისხლმა, შეიძლება, სამი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს“, – ამბობს ნატალია კვანტალიანი.
სისხლის ბანკის ზესტაფონის ფილიალში იმუნიზაციის ოთახიც იფუნქციონირებს. აქ ჩატარდება აცრები და ასევე – ლაბორატორიული კვლევებიც.
ნატალია კვანტალიანი ამბობს, რომ სისხლის ბანკის შემდეგი ფილიალების გახსნა ზუგდიდსა და თელავში იგეგმება. ქვეყანაში სისხლის ბანკი ბევრი ფილიალი უნდა იყოს, რათა სისხლზე დეფიციტი არ შეიქმნას.
„უსაფრთხო სისხლის პროგრამა დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია,- აღნიშნავს გოჩა გიორგიძე, – ჩვენ ყოველწლიურად სხვადასხვა სახის სოციალურ აქციებს ვატარებთ იმისათვის, რომ უსაფრთხო სისხლის პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობა გავზარდოთ.
ქუთაისში ჩვენ რამდენიმე დაწესებულება გვაქვს, რომელიც სისხლის დონაციის პროგრამაშია ჩართული.
ზემო იმერეთში უსაფრთხო სისხლის პროგრამაში ჩართული დაწესებულება აქამდე არ იყო და ეს მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობა ახლომდებარე მუნიციპალიტეტებიდანაც მოახერხებს სისხლის ჩაბარებას. ამით მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება“.
სისხლის ჩაბარებარებისას გასათვალისწინებელია რიგი ფაქტორები.
სისხლის ჩაბარება შეუძლიათ პირებს,
ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლის, ლაშა გოგოლაძის თქმით ადამიანებს ორგვარი დონაციის გაკეთება შეუძლიათ.
„ჩვენ გვაქვს უანგარო დონაცია. ასევე კადრის დონორი, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეს ჩაბარებული სისხლისთვის 35 ლარს გადავუხდით. ამას კვების კომპენსაცია ჰქვია. ასევე ექვსი სახის ანალიზს სრულიად უფასოდ გავუკეთებთ. მოქალაქე აღნიშნული ძვირადღირებული ანალიზების პასუხებს ინდივიდუალურად, ელექტრონული ფოსტით, მიიღებს“- განმარტავს ლაშა გოგოლაძე.
ლიკა ხიჯაკაძე
ავტორის ფოტორეპორტაჟი იხილეთ სოციალურ ქსელში.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.