

ექიმი-ინფექციონისტი ნაზი კაპანაძე, რომელიც ოთხ ათეულ წელზე მეტი ხარაგაულელთა ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზე იდგა, გარდაიცვალა.
ნაზი კაპანაძემ ხარაგაულში საქმიანობა 1965 წელს დაიწყო. თავიდან ხარაგაულის სანეპიდსადგურის, საავადმყოფოსა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმად მუშაობდა.
1968 წლიდან მარელისის საუბნო საავადმყოფოსა და ამბულატორიის მთავარ ექიმად გადაიყვანეს.
„ძნელია ექიმობა, მაგრამ თითქოს მეორედ იბადები, პაციენტს რომ გადაარჩენ. ავადმყოფის მადლიერი თვალების დანახვა ყველა დაღლილობას მავიწყებდა. ახლაც, რომ შემეძლოს, კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს ვუმკურნალებდი“ – გვითხრა ქალბატონმა ნაზიმ გასულ წელს მასთან ინტერვიუ რომ ჩავწერეთ.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია თანაუგრძნობს ნაზი კაპანაძის ოჯახსა და ახლობლებს მწუხარებაში.
ამავე თემაზე ასევე დაგაინტერესებთ
ნაზი კაპანაძე – ექიმობა იმიტომ ავირჩიე, რომ დედაჩემისთვის მემკურნალა
ხარაგაულში საბავშვო თეატრის წრე მოსწავლე-ახალგაზრდობის
შეკითხვაზე, – რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გული დიდხანს
ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ანტიბაქტერიული საპნების გამოყენების
საფუტკრეში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესახებ რჩევებისთვის მეფუტკრე გიორგი ლომსაძეს დავუკავშირდით.
სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების დრო დადგა. მიწის დამუშავებისთვის