

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლიდან 22 სკოლაში დღეს სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა.
ვახანის, ლაშის, ნადაბურისა და წყალაფორეთის სკოლები კი ერთი კვირით კვლავ დისტანციურ სწავლებაზე რჩებიან.
„წყალაფორეთის სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ძმაც ამავე სკოლაში სწავლობს. ამიტომ, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, წყალაფორეთის საჯარო სკოლა ამ კვირაში დისტანციურად ისწავლის.
დინამიკას ვაკვირდებით და საფრთხის შემთხვევაში სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადავლენ.
პანდემიიდან გამომდინარე, მშობელს უფლება აქვს, დისტანციური სწავლა მოითხოვოს. ამ კვირაში დისტანციური სწავლის რეჟიმი 2159 მოსწავლიდან 199 მოსწავლემ აირჩია. დისტანციური სწავლა მოსწავლეთა ნაწილმა ოჯახის წევრის ინფიცირების გამო აირჩია“, – ამბობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე.
ხარაგაულში სკოლების უმრავლესობა ოქტომბრის ბოლოდან, კორონავირუსის გავრცელების გამო, დისტანციურად სწავლობდა.
ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მშენებლობა 2026 წლის 30 სექტემბრისთვის
ამ წუთებში ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის
დღეს, 2026 წლის 18 მარტს, მოხდება საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და
დღეს, 18 მარტს, 14:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,