

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა დაიწყო.
ბიუჯეტის პროექტი განსახილველად დეპუტატებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარუდგინა.
ფინანსური დოკუმენტი საკრებულოში მოქმედ ყველა კომისიასა და ფრაქციას გადაეგზავნა.
ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები დეპუტატებმა, საკითხით დაინტერესებულმა სხვა პირებმა და ორგანიზაციებმა საკრებულოს აპარატში 24 ნოემბრამდე უნდა წარადგინონ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა 24 ნოემბერს 12:00 საათზე ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე გაიმართება.
იმავე დღეს საკრებულომ მერიას ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნები უნდა დაუბრუნოს.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
ხარაგაულის თვითმმართველობაში 2022 წელს საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდა და რეორგანიზაცია იგეგმება
ბოლო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები
„ახლა შემოდგომაა და სოფელში განსაკუთრებით
გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის იმერეთის
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება
22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის