ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
მომავალ წელს ბიუჯეტის შემოსავლები 10 275 800 ლარით დაიგეგმა, ხარჯები – 10 715 800 ლარით. მათ შორის სხვაობა – 440 ათასი ლარი – ამ წლის ბოლოსთვის ბიუჯეტში არსებული ნაშთია.
– პრიორიტეტი კვლავ სოციალური დაცვა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, – ამბობს ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, – იზრდება სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები ყოველთვიური გასაცემლებისა და სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების მუხლებში.
ვგეგმავთ, რომ
– ბატონო ვარლამ, წლებია, ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ უზრუნველყოფს დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი სამსახურების საქმიანობის დაგეგმვასა და წარმართვას მათთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების ფარგლებში.
ყოველ წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამხედრო სამსახურის ფუნქციონირებისთვის დელეგირებული ტრანსფერი არასაკმარისია და თანხის დამატებაა საჭირო.
რა არის ამის მიზეზი და რა მდგომარეობა იქნება ამ კუთხით 2022 წელს?
– მიზნობრივ ტრანსფერზე, 140 ათას ლარზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გასულ წელს 80 ათასი ლარი დავამატეთ.
პანდემიის პირობებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს სოფლებში ტესტირებისთვის, მოსახლეობის ასაცრელად ტრანსპორტირებისთვის თანხის დამატება სჭირდება. წელს ნადაბურსა და გედსამანიაში ამ ცენტრის წარმომადგენლები – ექთნები დაინიშნენ.
ვფიქრობ, რომ სამხედრო სამსახურში დღეს არსებული ყველა შტატი საჭიროა. ამ სამსახურის წარმომადგენლებს გაწვევის პერიოდში სოფლებში მუშაობა, მწვევამდელებთან და მათ ოჯახებთან ინდივიდუალური შეხვედრები უწევთ.
დელეგირებული ტრანსფერი, 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს 15 ათასი ლარით იზრდება და ცენტრალური ბიუჯეტიდან 155 ათას ლარს მივიღებთ.
– რა თანხა დაიგეგმა 2022 წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის დაფინანსებისთვის. რა ბედი ეწია 2021 წელს ბიუჯეტში ამ მიმართულებით განსაზღვრულ თანხას და კონკრეტულად რისი დაფინანსება დაიგეგმა 2022 წელს?
– 2021 წელს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის განსაზღვრული 20 ათასი ლარი არ გახარჯულა. ამიტომ ამ მიმართულებით 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში თანხა არ გაგვითვალისწინებია.
თუ ვინმე გონივრული წინადადებითა და პროექტით მოგვმართავს, თანხას იმ შემთხვევაში აუცილებლად გამოვყოფთ.
– სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციით, მუნიციპალურ ააიპ–ებში თითოეული შტატის საჭიროება მაქსიმალურად დასაბუთებული უნდა იყოს. ხარჯები ეფექტურად და რაციონალურად უნდა განიკარგოს.
ბატონო ვარლამ, თქვენ გასულ წელს ამბობდით, რომ ზოგჯერ მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, რომ ეფექტურობა მაქსიმალურად იყოს მიღწეული. რა შეცვალეთ გასულ წელს ააიპ-ებში შტატებისა და პროგრამების დაფინანსების მიმართულებით და რას გეგმავთ 2022 წელს?
– ძალიან რთულ რეჟიმში გვიწევს საქმიანობა. თანამშრომლები რამდენჯერმე დისტანციურ მუშაობაზე გადავიყვანეთ. ახლა გარკვეული ოპტიმიზაცია და სხვადასხვა სამართლებრივი ღონისძიებების გატარება რთული იქნებოდა.
საბიუჯეტო თანხების რაციონალურად და ეფექტურად ხარჯვის მიზნით, მუნიციპალიტეტისგან დაფუძნებული ააიპ-ების ღონისძიებების ხარჯი 2021 წლის ბიუჯეტში, წინა წელთან შედარებით, გავზარდეთ. თუმცა, პანდემიის პირობებში, ღონისძიებების ხარჯები ვერ გაიხარჯა.
რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ. თუმცა, ვადასტურებ, რომ მერიაში რეორგანიზაციაზე ვმსჯელობთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი სამართლიანად წარიმართოს.
– ბიუჯეტში შემოსავლები საგზაო ჯარიმებიდან, 2021 წლის ცხრა თვის მონაცემების მიხედვით, ვერ შესრულდა. მომავალ წელს რა ოდენობის შემოსავალს გეგმავთ საგზაო ჯარიმებიდან და რამდენად საიმედოა მისი შესრულება?
– 2021 წელს ჯარიმები 1 050 000 ლარით დავგგეგმეთ. მისი შეუსრულებლობის მიზეზი ისაა, რომ საავტომობილო გზაზე, რიკოთის ავტობანის მშენებლობის არეალში, ვიდეოთვალები არ მუშაობდა.
2022 წელს ჯარიმებიდან ბიუჯეტში შემოსავლის სახით ერთ მილიონ ლარს ვგეგმავთ, უკვე მოწესრიგებულ საავტომობილო გზებზე – ვიდეოთვალების დამონტაჟებას. ჩვენი მიზანი მოქალაქეების უსაფრთხოებაა და არა მათი დაჯარიმება.
– ბატონო ვარლამ, ფინანსთა მინისტრმა 2022 წლიდან საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების ზრდა დააანონსა. გაიზრდება თუ არა საჯარო მოხელეების სახელფასო ანაზღაურება ხარაგაულის თვითმმართველობაში, რამდენი პროცენტით და საიდან მოიძიებთ ხელფასების გასაზრდელ თანხას?
– საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება, მაგრამ კონკრეტულად რომელ თანამდებობრივ პოზიციაზე რა თანხა დაემატება, კონკრეტული ინიციატივა საკრებულოში წარსადგენად ჯერ არ მოგვიმზადებია.
სახელფასო ფონდი, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია. ამ ეტაპზე ეს თანხა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებისა და თანაშრომელთა წასახალისებლად განვსაზღვრეთ.
კონკრეტული ჩამოყალიბებული პოზიცია ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით არ გვაქვს.
შესაძლოა, საკრებულოში თანამდებობის პირები დაემატოს და მათი სახელფასო ანაზღაურება ბიუჯეტის ამჟამინდელ პროექტში გათვალისწინებული არ არის.
ხელფასების გასაზრდელად თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ტრანსფერში უნდა გამოვძებნოთ.
პირადად მე საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მატებას მხარს ვუჭერ.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი