

ბოლო ორ დღეში კორონავირუსისგან ხარაგაულში 386 ადამიანი განიკურნა, ამით გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 2 136-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ხარაგაულში COVID-19 28 ხარაგაულელს დაუდასტურდა, მათგან 5 ბავშვია.
ახალი შემთხვევები გამოვლინდა დაბა ხარაგაულში, ჩხერში, ფარცხნალში, ვარძიაში, ნუნისში, საქარიქედში, სერბაისში, იგორეთში, გოლათუბანში, ჯაფაროულში, ვერტყვილაში, ბორში, ბორითში, ხევში, ღორეშაში, ქვებში, უბისაში, კიცხსა და წყალაფორეთში.
პირველად დაფიქსირებიდან დღემდე ხარაგაულში კორონავირუსის 2 730 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 36 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ამჟამად ხარაგაულში კორონავირუსის 558 აქტიური შემთხვევაა, მათგან 33 პირი კლინიკაში მკურნალობს. იზოლაციაში 100 ადამიანი იმყოფება.
ხარაგაულში ხუთ სკოლაში სკოლის პედაგოგებს სკოლის ექიმები გატესტავენ, ხოლო სხვა სკოლების თანამშრომელთა ტესტირებას ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გააგრძელებს.
გეგმიური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდებათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ პედაგოგებს, ხოლო ყოველკვირეულად, – აუცრელ მასწავლებლებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,