

ხარაგაულის ხუთი სკოლის პერსონალს ამავე სკოლების ექიმები გატესტავენ.
ამ მიზნით დღეს, 16 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა სკოლის ექიმებს ხელშეკრულებები გაუფორმა; მანამდე კი – ეს ექიმები დაატრენინგა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26 სკოლიდან საექიმო კაბინეტი მხოლოდ ხუთ სკოლაში ფუნქციონირებს – ხარაგაულის გიმნაზიის, ხევის, ბორითის, ხარაგაულის #2 და #3 საჯარო სკოლებში.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, შმაგი ხიჯაკაძის, ინფორმაციით, სკოლის ექიმებს გასატესტი მასალებით ეს ცენტრი მოამარაგებს, ხოლო ერთჯერადი ხელთათამნებითა და ხალათებით უზრუნველყოფაზე საგანმანათლებლო რესურსცენტრია პასუხისმგებელი.
კორონავირუსზე აცრილი პედაგოგები ორ კვირაში ერთხელ PSR-ით გაიტესტებიან, ხოლო აუცრელი მასწავლებლები – სწრაფი ტესტით.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის