95 წლის ასაკში მონუმენტური ფერწერის ოსტატი, ხელოვნების ქურუმი, ხარაგაულის საპატიო მოქალაქე ლევან ცუცქირიძე გარდაიცვალა.
ლევან ცუცქირიძე თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით მჭიდროდ იყო დაკავშირებული ხარაგაულთან. ის წარმოშობით სოფელ მოლითიდან გახლდათ და ზაფხულობით მშობლიურ სოფელს ხშირად სტუმრობდა.
„ხარაგაული იმერეთის უმშვენიერესი მხარეა თავისი ბუნებითა და ხალხით. ის ჩემთვის ძალზედ მშობლიური და ახლობელია. განსაკუთრებით მიყვარს ჩემი სოფელი მოლითი. მან თავისი ულამაზესი გარემოთი და კეთილი ხალხით დიდი გავლენა იქონია ჩემს შემოქმედებაზე“, – ამბობდა ბატონი ლევანი ინტერვიუში, რომელიც მისი 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩავწერეთ.
ლევან ცუცქირიძემ 1980 წელს სიონის საკათედრო ტაძარი მოხატა. გამოიცა მისგან დასურათებული ბიბლია. ლევან ცუცქირიძის ნახატები ამშვენებენ ქართველი და უცხოელი მწერლების წიგნებს.
2017 წელს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ლევან ცუცქირიძისა და მისი მეგობარი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
ამჟამად აქ ლევან ცუცქირიძის, მისი შვილის – მამუკა ცუცქირიძისა და მათი მეგობარი მხატვრების მიერ შესრულებული 300-მდე ნამუშევარია დაცული.
ხარაგაულის მუზეუმში ლევან ცუცქირიძის სახელობის სამხატვრო გალარეის მოწყობა იგეგმება.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს დიდებული შემოქმედის გარდაცვალების გამო.
ასევე დაგაინტერესებთ
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.