ხარაგაულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ცნობილი მხატვრის, ლევან ცუცქირიძის, მისი შვილის – მამუკა ცუცქირიძისა და მათი მეგობარი მხატვრების მიერ შესრულებული 300-მდე ნამუშევარია დაცული.
„ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის, ცალკე გალერეა გაკეთდება, თუ მუზეუმში მოეწყობა გამოფენა. ეს მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა გადაწყვიტოს.
ამ ნამუშევრებისთვის მუზეუმში სამი დარბაზი მოვაწყვეთ. პრეზენტაციას პანდემიამ შეუშალა ხელი. გამოფენისთვის თითქმის მზად ვართ. პანდემიის პერიოდში ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობდით. ნამუშევრები ჩვენთან 2017 წლიდან ინახება“, – ამბობს ხარაგაულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელი ნინო დიდიძე.
„ვერ გეტყვით, როდის მოხერხდება ლევან ცუცქირიძის სახელობის გალერეას გახსნა, – ამბობს ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი, – ეს შორეულ პერსპექტივად მესახება, რადგან ამ იდეის განხორციელებას ახალი შენობა ან მუზეუმის გაფართოება სჭირდება. დროისა და ფინანსების საკითხია. ახლა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში, ამ კუთხით სხვას ვერაფერს გეტყვით“.
ცნობილი ქართველი მხატვარი, გრაფიკოსი, ხელოვნების ქურუმი, ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომის მფლობელი, მონუმენტური ფერწერის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი და ხარაგაულის საპატიო მოქალაქე ლევან ცუცქირიძე წარმოშობით ხარაგაულის სოფელ მოლითიდანაა. მან გააფორმა ვაჟა-ფშაველას პოემები, გალაკტიონის, ანა კალანდაძის, ირაკლი აბაშიძის კრებულები, იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“, გოეთეს „ფაუსტი“, ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“. 1980 წელს კი სიონის საკათედრო ტაძარი მოხატა.
სხვადასხვა წლებში ლევან ცუცქირიძის ნახატების გამოფენა, თბილისის გარდა მოეწყო ბელგიაში, გერმანიასა და აშშ-ში. ლევან ცუცქირიძის ნამუშევრებს გაეცვნენ ჰოლანდიაში, დანიაში, ინგლისსა და იტალიაში.
ლიკა ხიჯაკაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.