

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებულმა სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხუთი მუნიციპალიტეტისგან წარდგენილი საპროექტო წინადადებები დღეს, 16 ნოემბერს, განიხილა.
ხარაგაულიდან ამ პროგრამაში დევების სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროექტია წარდგენილი.
ქუთაისის, ზესტაფონის, საჩხერისა და ბაღდათის საპროექტო წინადადებები საგზაო ინფრასტრუქტურის, რეკრეაციული სივრცეებისა და ვარინკა წერეთლის სახელობის თეატრონის მშენებლობა-რეაბილიტაციას მოიცავს.
მუნიციპალიტეტებისგან წარდგენილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს.
მთავრობის გადაწყვეტილების შემდგომ, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, კომისიის მიერ მოწონებული პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
ამ პროგრამით იმერეთში 2021-2022 წლებისთვის 69 656 927 ლარია გამოყოფილი.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხარაგაულში ხუნევის საბავშვო ბაღის მშენებლობა უკვე გადაწყდა.
12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ბავშვთა შრომის
„ის, რაც საზმაუს ეთერში მოხდა, ერის დიაგნოზია და ვერ დანახვა დანახვამდე
დღეს, 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გასტანს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით საქართველოს
ბოლო პერიოდში ვრცელდება რამდენიმე თაღლითური სქემა, რომელთა მიზანი