

კორონავირუსის სიმპტომების მქონე პირებს სოფლებიდან ტესტირებისთვის ხარაგაულამდე გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით უწევთ. ეს კი მოქალაქეთა დაინფიცირების რისკს ზრდის.
ამ საკითხით „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციის დაინტერესების შემდეგ სოფლებში ტესტირება დაიწყო.
„ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მობილური ჯგუფი უკვე იმყოფებოდა ზვარეში, ლეღვანში, მარელისში, სარგვეშში, – ამბობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ვარლამ ჭიპაშვილი, – ტესტირებები სოფლებში გაგრძელდება.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ჩხერიმელას ხეობის სოფლებს. მობილური ჯგუფი სოფლებში გავა ყოველთვის, როცა ამის ფიზიკური შესაძლებლობა ექნებათ. ადგილზეც იმდენი ადამიანი აკითხავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ტესტირების გასაკეთებლად, რომ თანამშრომლებს ფიზიკურად დრო აღარ რჩებათ სოფლებში გასასვლელად“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,