კურორტი ნუნისი წარდგენილია ახალ ნომინაციაში „გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში“.
აქ უპირატესობა ენიჭება ისეთ კომპანიას, რომელმაც რეგიონში შეიტანა სიახლე და გააჩინა წვდომა მანამდე მიუწვდომელ სერვისებზე; ხელი შეუწყო რეგიონში დასაქმებას; დადებითი გავლენა მოახდინა ადგილობრივ ბიზნეს გარემოსა და მომხმარებლის ქცევაზე.
კურორტ „ნუნისის“ მენეჯერი ნინა პავლიაშვილი აღნიშნავს, რომ მათ სწორედ აღნიშნული კრიტერიუმების გამო მიანიჭეს უპირატესობა.
„ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო ამ ნომინაციაში წარდგენა და ჩვენი საქმიანობის ამ ჭრილში დანახვა. კომპანია „ნუნისის“ გუნდის წევრები ტურისტული განვითარების სამომავლო გეგმებს ერთ კონკრეტულ ჭრილში არასდროს განვიხილავთ.
ნუნისი იმდენად უნიკალურია თავისი მდებარეობით, ბუნებრივი და ადამიანური რესურსით, რომ მას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ამ კუთხით ჩვენ მართლაც დიდი სამუშაო გავწიეთ”.
-რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა კურორტ „ნუნისის“ მხრიდან რეგიონის განვითარების კუთხით?
– ჩვენი პერსონალი ადგილობრივი მოსახლეობისგან შედგება. მათ მუდმივად ვატრენინგებთ. გაზაფხულზეც პროფესიული ტრენინგები და მასტერკლასები გვაქვს დაგეგმილი. მუდმივად ვსწავლობთ და ვიზრდებით.
ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროდუქტებს ადგილობრივებსიგან ვიძენთ. ეს მათთვის დიდი ხელშეწყობაა. ჩვენი მხრიდან ბევრი გაკეთდა ადგილობრივი საოჯახო სასტუმროების ხელშეწყობის თვალსაზრისით.
ჩვენს შიდა სტრუქტურაში ცვლილება მოხდა. გავაუქმეთ ეკონომბლოკი. შესაბამისად, ამ სეგმენტით დატვირთვა მთლიანად საოჯახო ტიპის სასტუმროებზე გადავიდა. წელს, პანდემიის მიუხედავად, მათ საკმაოდ დატვირთული სეზონი ჰქონდათ.
-რა პროექტებს ახორციელებთ?
-კურორტ „ნუნისისათვის“ ძირითადი პროფილი ბალნეოლოგიური მიმართულება იყო. ამას უკვე დაემატა პოსტკოვიდური რეაბილიტაციის ცენტრი. ახლა დავასრულეთ ჯანსაღი კვებისა და წონის კორექციის პროგრამა. წელს ასევე დაგვემატა საბავშვო შემეცნებითი და გამაჯანსაღებელი ბანაკი.
ნიუტონის სკოლასთან თანამშრომლობით ბავშვების ერთი ნაკადი უკვე გვყავდა. პანდემიის გამო დაწესებულმა რეგულაციებმა ხელი შგვიშალა, თუმცა მოტივირებულები ვართ, რომ გაზაფხულიდან ის კვლავ გაგრძელდეს.
ამ ზაფუხლზე შევქმენით ნუნისის ახალგაზრდული ორგანიზაცია. აქ ადგილობრივი, თავის სოფელსა და რეგიონზე შეყვარებული ახალგაზრდები არიან გაწევრიანებული. ჩვენ ერთად ვგეგმავთ ხოლმე აქტივობებს. მათი ორგანიზებითა და ჩვენი მხარდაჭერით ჩატარდა დოღი.
მოვიწვიეთ ხარაგაულის თოჯინების თეატრი და გავახარეთ ადგილობრივი ბავშვები.
-რა სიახლეები გექნებათ უახლოეს მომავალში?
-ჩვენთან, ფაქტობრივად, შექმნილია ნუნისის ტურისტული ცენტრი, რომლის პრეზენტაციასაც ძალიან მალე შემოგთავაზებთ. ეს ცენტრი აერთიანებს ყველა მომსახურებას, რაც კი ადგილობრივ მოსახლეობას გააჩნია ტურიზმის მიმართულებით. ეს ყველაფერი ცენტრალიზებულ სისტემაში მოხვდება.
ძალიან მალე საავტორო ტურის პრეზენტაციაც გვექნება. იგი მთლიანად მოიცავს ნუნისს თავისი არსითა და ღირსშესანიშნაობანით. ეს ტური ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და საინტერესო იქნება“.
თიბისის ბიზნეს დაჯილდოება საქართველოში ბიზნესის პოპულარიზაციასა და ბიზნესსოციუმის განვითარებას ემსახურება. ყველაზე მასშტაბური დაჯილდოება უკვე მეექვსე წელია ტარდება და საზოგადოებას სხვადასხვა კომპანიების წარმატების ისტორიებს აცნობს.
6 წლის განმავლობაში დაჯილდოების პლატფორმამ 2 500-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი ბიზნესის წარმატების ისტორია მთელს საქართველოს გაუზიარეს.
წელს გამარჯვებულებისთვის განსაკუთრებული, სამი კატეგორიის პრიზია დაწესებული. თითოეულ გამარჯვებულს საშუალება ექნება საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე თავად შეარჩიოს სასურველი და კომპანიისათვის შესაფერისი ჯილდო:
თბილისის ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულები დეკემბერში გამოვლინდებიან.
ლიკა ხიჯაკაძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზამთრისთვის
მანანა ტაბაშიძე – ამ სახელისა და გვარის გაგონებისას ბევრს
იმერული ღვინის კონკურსში – Imeretian wine Challenge 2024
დღეს, 4 ნოემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის