

კორონავირუსის სიმპტომების მქონე პირებს სოფლებიდან ტესტირებისთვის ხარაგაულამდე გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტით უწევთ.
ეს კი მოქალაქეთა დაინფიცირების რისკს ზრდის. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ ჩხერიმელას ხეობის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს, რადგან მათი ერთადერთი ტრანსპორტი ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებელია.
რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ კორონავირუსზე ტესტირება ადამიანებისთვის ადგილზე იყოს ხელმისაწვდომი, – ამ საკითხით „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია დაინტერესდა.
ჩვენგან ამ პრობლემის გაშუქების შემდეგ ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომავალი კვირიდან ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობას მობილური ჯგუფი ტესტირებას მოლითში ჩაუტარებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,