

ხარაგაულის ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების შედეგების მიხედვით, ჯარიმებიდან დაგეგმილი 484,7 ათასი ლარის ნაცვლად, მხოლოდ 307,7 ათასი ლარია მიღებული.
ამ ინფორმაციის „ჩემი ხარაგაულის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი დაგვიკავშირდა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ კომენტარის გაკეთება ისურვა.
„მართალია, რომ შემოსავლების გეგმა ჯარიმების ნაწილში ვერ შესრულდა, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – მაგრამ სხვა საკუთარი შემოსავლები გადაჭარბებით შემოვიდა – ძირითადად, უცხოურ საწარმოთა ქონების ქონების გადასახადი.
ასევე შესრულდა სანებართვო და დასუფთავების მოსაკრებლების, არაფინანსური აქტივების კლებიდან მიღებული შემოსავლების (პრივატიზაცია) გეგმები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულებას, მიუხედავად საგზაო ჯარიმების შეუსრულებლობისა, არანაირი საფრთხე არ ემუქრება და მუნიციპალიტეტი ყველა აღებულ ვალდებულებას შეასრულებს“.
ამ წუთებში საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარეობს საქართველოს
6 მაისს ხარაგაულში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის მიმდებარედ,
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საიუბილეო მეათე წელს აღნიშნავს.
ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი 2015 წელს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების
2026 წლის 27 აპრილს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი,