ხარაგაულის 2021 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების გეგმა დღეს, პირველ ნოემბერს, საკრებულოს სხდომაზე განიხილეს.
დღევანდელი სხდომა შერეული ფორმატით გაიმართა – ცხრა დეპუტატი სხდომას დარბაზში ესწრებოდა, ხოლო 12 დეპუტატი, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, სხდომის მუშაობაში დისტანციურად მონაწილეობდა.
ხარაგაულის საკრებულოს წევრებმა ცნობად მიიღეს 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების მდგომარეობა.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარაგაულს ცხრა თვეში ტრანსფერის სახით 8 035,9 ათასი ლარი უნდა მიეღო. ფაქტობრივად, მიღებულია 6 187,2 ათასი ლარი (დაგეგმილის 77,0 %).
ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტს თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან არ ჩაერიცხა, რადგან დაგეგმვა და ვალდებულებების აღება დადებული ხელშეკრულებების მიხედვით მოხდა, ხოლო თანხა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით ჩაირიცხება.
2021 წლის ცხრა თვეში ვერ შესრულდა შემოსავალი მიწის იჯარიდან და ქონების გაქირავებიდან. ამ მიმართულებით დაგეგმილი 33,8 ათასი ლარის ნაცვლად მხოლოდ 12,8 ათასი ლარია მიღებული.
„კორონავირუსის პანდემიის გამო მოიჯარეებს საიჯარო ქირა გადაუვადდათ, – ამბობს ვლადიმერ გელაშვილი, – ხოლო ყველაზე მსხვილ გადამხდელ „ბლექ სი გრუპთან“ ხელშეკრულების გაფორმება ვერ ხერხდება“.
მისივე თქმით, გასული წლის მსგავსად, კვლავ პრობლემად რჩება ჯარიმების, სანქციებისა და საურავებიდან მისაღები შემოსავლების გეგმის შესრულება.
ცხრა თვეში ჯარიმებიდან დაგეგმილი 484,7 ათასი ლარის ნაცვლად, მხოლოდ 307,7 ათასი ლარია მიღებული.
„აღნიშნული შემოსავლების კლება გამოწვეულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო მოწყობილი სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, რამაც საგზაო ჯარიმებიდან მისაღები შემოსავლები მინიმუმამდე დაიყვანა“, – ამბობს ვლადიმერ გელაშვილი.
„რიკოთის ავტობანის მშენებლობა, მესამე წელია, მიმდინარეობს, – აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე ფრაქციის „თვითმმართველობა ხალხისათვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ, – ბიუჯეტის დაგეგმვისას ჩვენ ვიცოდით, რომ ამის გამო ჯარიმები ვერ შესრულდებოდა. ეს უნდა გაგვეთვალისწინებინა და პრევენციული ღონისძიებები მიგვეღო.
ინგა მაღრაძეს საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე დაეთანხმა და აღნიშნა, რომ მომავალი, 2022 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ამ საკითხს მეტ ყურადღებას დაუთმობენ.
2021 წლის ცხრა თვეში ხარაგაულის ბიუჯეტიდან ხარჯვით ნაწილში 18 002,1 ათასი ლარი დაიგეგმა. ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, ფაქტობრივად გაწეულია 13 948,8 ათასი ლარის ხარჯი და გადასახდელები დაფინანსებულია 77,5 %-ით.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი