რა ქონებას ფლობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, ამ საკითხს ადგილობრივი თვითმმართველობა, წლებია, იკვლევს.
ინვენტარიზაციის პროცესი ხარაგაულში 2015 წელს დაიწყო, თუმცა შედეგები ვერც შემდგომ წლებში ამ მიზნით შექმნილმა კომისიებმა დადეს.
2021 წლის ივლისში ინვენტარიზაციის ახალი კომისია შეიქმნა.
ამ კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მაია ალავიძემ, რომელიც ამავე დროს ხარაგაულის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს, საკრებულოს წევრებს დღევანდელ სხდომაზე ინვენტარიზაციის პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა.
მაია ალავიძის თქმით, ხარაგაულში ინვენტარიზაცია 2022 წლის 1 თებერვლამდე უნდა დასრულდეს.
ეს პროცესი ხარაგაულში გასულ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია „სათეფამ“ დაიწყო.
„ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოიარეს ყველა სოფელი, – ამბობს მაია ალავიძე, – აღიწერა საკრებულოებში არსებული ყველა სახის მოძრავი და უძრავი ქონება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 400-მდე ობიექტი – გზები, ხიდები, ნაპირსამაგრები, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ იყო.
ინვენტარიზაციის გასაგრძელებლად საჭირო გახდა ამ ქონების დარეგისტრირება. გამოცხადდა ტენდერი საკადასტრო-აზომვითი ნახაზების დასამზადებლად.
ინვენტარიზაციის შემდეგ ეტაპზე მოწვეული „სათეფას“ აუდიტორი ახალდარეგისტრირებულ ქონებას შეაფასებს, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მას ბალანსზე აღრიცხავს“.
მაია ალავიძის ინფორმაციით, „სათეფასგან“ 2020 წლის ზაფხულში აღწერილი ქონების გადამოწმების მიზნით ინვენტარიზაციის კომისიის წევრები ხელახლა შემოივლიან ყველა სოფელს და ასოციაციისგან წარმოდგენილ მასალებს შეადარებენ.
რატომ არის აუცილებელი უკვე აღწერილი ქონების გადამოწმება და ხელახალი ხარჯის გაწევა, – ამ შეკითხვით ინვენტარიზაციის კომისიის თავმჯდომარეს, მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს მივმართეთ.
„ამ ერთ წელიწადში, შესაძლოა, მოძრავი თუ უძრავი ქონების მდგომარეობა შეიცვალა, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ამიტომ საჭიროა გადავამოწმოთ“.
ამჟამად „სათეფას“ წარმომადგენლები ხარაგაულის მერიის ქონების მართვის სამსახურისა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომლებს უტარებენ ტრენინგს, თუ როგორ უნდა აისახოს ერთიან ბაზაში მუნიციპალიტეტის ქონება.
მაია ალავიძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ქონების შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია „სათეფასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში „სათეფა“ ხარაგაულის ბიუჯეტიდან სხვადასხვა მომსახურებისთვის წლის განმავლობაში 10 ათას ლარს იღებს.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ხარაგაულის საკრებულოს სხდომა დღეს შერეული ფორმატით ჩატარდა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი