

2007 წლის შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონება არ ჩამოუწერიათ.
ეს ინფორმაცია გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა როინ გელაშვილმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაცია. როინ გელაშვილის თქმით, წელსვე უნდა გამოინახოს თანხები, რომ აუდიტმა შეაფასოს ქონება და შემდეგ ჩამოიწეროს.
„სოფლებში ადმინისტრაციულ შენობებში ოთახები სავსეა დამტვრეული ინვენტარით. კომისიას ხშირად უხდება ნივთების მოძიება ოჯახებში,“ – ამბობს როინ გელაშვილი.
მისივე ინფორმაციით, სპეციალური კომისიისგან ქონების ინვენტარიზაცია ხარაგაულში 25 ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი შიო მუჯირის
დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სინოდის გაფართოებულ კრებაზე,
თბილისის საქალაქო სასამართლომ არაუგვიანეს 2026 წლის 16 ივლისისა, მეწყერისგან
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი მუზეუმების სართაშორისო დღისადმი
დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში