ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური დისტანციურად გაიმართა და მასში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების მე-8 – მე -11 კლასების მოსწავლეები ჩაერთვნენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან „ეტალონის“ მეორე ტურში 74 მოსწავლე გადავიდა.
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ოლიკო ბარბაქაძე ეტალონის კონკურსში წელს პირველად მონაწილეობდა.
„შეკითხები რთული არ იყო. მეორე ტური ორ დღეში გაიმართება და შევეცდები, ამ ცოტა დროში ბევრი რამ ვისწავლო“, – ამბობს ოლიკო.
„ეტალონში“ წინა წლებშიც ვმონაწილეობდი. ჩემთვის ეს ჩემპიონატი საკუთარი ცოდნის განმტკიცების საშუალებაა. წელს პირველი ტურის შეკითხვები, გასულ წლებთან შედარებით, საკმაოდ რთული და სკოლის პროგრამიდან სრულიად განსხვავებული იყო.
ამასთან შეკითხვების უმრავლესობა არა ლოგიკურ, არამედ ზუსტ პასუხს მოითხოვდა და პასუხისათვის გამოყოფილი 30 წამი ძალიან ცოტაა. მეორე ტურისთვის ვემზადები და ვნახოთ რა შედეგს მივაღწევ“, – ამბობს ხარაგაულის გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლე თეო ჭიპაშვილი.
„ტექნიკური შეფერხების გამო პირველი ოთხი კითხვის პასუხი სისტემაში არ აისახა, – ამბობს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე საბა კაკულია, რომელმაც ამ ჩემპიონატში მონაწილეობა წელს პირველად მიიღო, – ახლა მეორე ტურისთვის ვემზადები და ვცდილობ, სხვადასხვა ზოგად საკითხებზე ცოდნა მაქსიმალურად გავიღრმავო“.
კონკურსის II ეტაპი 22 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ხარაგაულში ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება. ჩემპიონატის გასამართად ხარაგაულის ბიუჯეტიდან 2 960 ლარი გამოიყო და შპს „ეტალონი-მედიას“ დირექტორ მანანა ღოღობერიძესთან ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმდა.
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების