

ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ექიმი ზურაბ გურული თავისი ჯგუფელისა და კოლეგის, ჭიათურელი დავით ბიწაძის გარდაცვალებას ეხმიანება.
-1985 წლის 1 სექტემბერს გავიცანით ერთმანეთი სამედიცინო ინსტიტუტის მე-3 კორპუსში, ანატომიის აუდიტორიაში, – წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში, – მარტო იჯდა, რაღაცნაირად უხერხულად. მივედი, გამოვეცნაურე; თურმე ერთ ჯგუფში ვყოფილვართ და… ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა.
6 ბედნიერი წელი ვიყავით განუყრელად. აბსოლუტურად ყველა გამოცდა ერთად გვაქვს მომზადებული და ჩაბარებული; ფეხით გვაქვს მთელი თბილისის ბავშვთა საავადმყოფოები შემოვლილი.
დათო ბიწაძე – უკარგესი, უთბილესი ადამიანი; შესანიშნავი, უღალატო მეგობარი; უნიჭიერესი ექიმი.
როგორ წარმოვიდგენდი, რომ ასე დასრულდებოდა ყველაფერი. ათი ათასი ადამიანი შეიწირა ამ უბოროტესმა ვირუსმა საქართველოში და კიდევ გრძელდება ათვლა…
როგორ არ ვიცოდი, რომ კორონას ებრძოდი შენი მშობლიური ჭიათურის კლინიკაში…
ვერ გაცილებ ბოლო გზაზე ჩემო ძვირფასო მეგობარო, ცრემლს თუ გაგატან საგზლად მხოლოდ.
შეხვედრამდე მზის გადაღმა…
ამავე თემაზე
ხარაგაულში საბავშვო თეატრის წრე მოსწავლე-ახალგაზრდობის
შეკითხვაზე, – რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გული დიდხანს
ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ანტიბაქტერიული საპნების გამოყენების
საფუტკრეში საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების შესახებ რჩევებისთვის მეფუტკრე გიორგი ლომსაძეს დავუკავშირდით.
სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების დრო დადგა. მიწის დამუშავებისთვის