ბოლო 24 საათში კორონავირუსი 45 ადამიანს დაუდასტურდა.

ხარაგაულისსაზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლის ირინე გელაშვილის, ინფორმაციით კორონავირუსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელშია დაფიქსირებული, თუმცა ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა დაბა ხარაგაულშია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში covid-19-ის პირველად გამოვლენიდან დღემდე სულ დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობაა 1684, გამოჯანმრთელებულია 1517 ადამიანი, გარდაიცვალა – 25. ამჟამად სტაციონარში 33 პაციენტი იმყოფება.

აგვისტოში ხარაგაულში კორონავირუსი 333 ადამიანს დაუდასტურდა,  სექტემბერში 226 და ოქტომბერში უკვე 347 დადებითი შემთხვევაა დაფიქსირებული.

ბოლო თვეებში საგრძნობლად იმატა კოვიდინფიცირებამ მოზარდებში.

დღესდღეობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 13 პედაგოგი და 63 მოსწავლეა ინფიცირებული, ხოლო საბავშვო ბაღებში კორონავირუსი 6 აღმზრდელსა და 12 აღსაზრდელს დაუდასტურდა.