

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ეკოკლუბების კონკურსია. პროექტი არა მხოლოდ გამორჩეული ეკოკლუბების, ცალკეული მასწავლებლების თუ მოსწავლეების გამოვლენისა და დაჯილდოების შესაძლებლობას იძლევა.
კონკურსის მთავარი მიზანია, უკეთ დავინახოთ, რომ საკუთარი ხელით შეგვიძლიათ განვახორციელოთ ცვლილებები და გავაუმჯობესოთ ბუნებრივი და სოციალური გარემო.
ეკოკლუბები თავინთ აქტივობებს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად გეგმავენ და ახორცილებენ.
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ, პროექტის – „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში.
სასკოლო პრემიის თანაორგანიზატორები არიან: საქართველოს პარლამენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,