ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ეზოში დღეს, 12 ოქტომბერს ფოტოგამოფენა – „ჩვენ – 30 ამბავი“ – გაიხსნა.
მუზეუმის ეზოში წარმოდგენილი ნამუშევრები ფოტოგრაფ ლევან ხერხეულიძისა და მწერალ არჩილ ქიქოძის ავტორობით მომზადდა პროექტის – „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ფარგლებში.
პროექტი „შვედური ინსტიტუტის“ მხარდაჭერით საქართველოში, მაკედონიასა და ლატვიაში ხორციელდება.
„პროექტში ჩართული საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ყველაზე აქტიური და გამორჩეული ხარაგაულია. ამიტომ გამოფენა იხსნება ხარაგაულში, – ამბობს საქართველოში პროექტის კოორდინატორი თამარ უჩანეიშვილი, – ფოტოპორტრეტები და წიგნი იმ ადამიანების შესახებაა, რომელთაც აქვთ განსაკუთრებული საჭიროებები და შესაძლებლობები.
მათ შესახებ საზოგადოებაში ინფორმაცია არ არის იმ ხარისხის, რა ხარისხისაც უნდა იყოს.
გამოფენის მიზანია ინტელექტუალური განვითარების დარღვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა“.
ფოტოგამოფენა დღეს 17:00 საათამდე ხარაგაული ისტორიული მუზეუმის ეზოში გაგრძელდება, ხოლო ხვალიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ფოტოგამოფენა ხარაგაულის კინოთეატრის ფოიეში დაათვალიეროს.
დამთვალიერებელი ნახავს ასევე პროექტის ფარგლებში შექმნილ ხუთ ფილმს, რომლებიც რეჟისორებმა ნინო ორჯონიკიძემ და ვასო არსენიშვილმა გადაიღეს.
ხარაგაულიდან პროექტში #2 სკოლის მეექვსე კლასელები ჩაერთვნენ.
„ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოება მხოლოდ ტიპიური ადამიანებისგან არ შედგება, – ამბობს მეექვსე კლასის ხელმძღვანელი თეა ტალახაძე, – საზოგადოება არის ყველასი და განსხვავებულ ადამიანებს აღიარება და თანასწორობა სჭირდებათ.
ჩემი მოსწავლეებიპროექტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა აქტივობაში ენთუზიაზმით ერთვებოდნენ. თანამშრომლობას პროექტთან „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ აუცილებლად გავაგრძელებთ“.
30 ფოტოისტორია მოგვითხრობს, თუ როგორ ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჩვენს გვერდით, რა აწუხებთ, რა უხარიათ, რა უყვართ და როგორ ახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას.
მათგან ყველაზე პატარა 7 წლისაა, ყველაზე უფროსი – 57 წლის.
ფოტოგამოფენის გმირებიდან ზოგს სიმღერის ნიჭი აქვს, ზოგს – ძერწვისა და ხატვის, ზოგსაც – მსახიობობის. ყველა მათგანს კი ადამიანებისადმი სიყვარული აერთიანებს.
გამოფენის ამსახველ ფოტორეპორტაჟს გაეცანით ლინკზე
ამავე თემაზე ასევე დაგაინტერესებთ
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი