ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში პროექტის „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოწვეულ პირებთან ერთად იმღერეს, იცეკვეს და ქვაფენილი მოხატეს.
ამ პროექტში ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელები და მათი პედაგოგი თეა ტალახაძე მარტიდან ჩაერთვნენ.
სამი თვის განმავლობაში მათ რვა აქტივობა განახორციელეს, – მოსწავლეებმა ნახეს ფილმი „რამდენი მოცვია ამქვეყნად“, რომელშიც მოთხრობილია შშმ ბავშვთა თეატრის, გლადა ჰუკის ისტორია. ამ ფილმმა პროექტის მონაწილეებს შშმ პირთა შესახებ ინფორმაციული ვაკუუმი შეუვსო; სხვადასხვა სინდრომის შესახებ შეიტყვეს.
შემდეგ იმისათვის, რომ ბავშვებს გლადა ჰუკის თეატრის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიეღოთ, მათ დოკუმენტური ფილმი ნახეს. მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ესტუმრენ ინოვაციების ცენტრში მოქმედ უსინათლოთა პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს. მეექვსეკლასელებმა ბრაილის შრიფტით წერაც სცადეს და ეს ძალიან მოეწონათ. პროექტის ფარგლებში ერთი კეთილი საქმეც გააკეთეს, – მიუსაფარი ძაღლები გამოკვებეს. გარდა ამისა, გაკვეთილებზე ხშირად საუბრობდნენ შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
პედაგოგი თეა ტალახაძე ამბობს, რომ ამ ფილმმა „რამდენი მოცვია ამქვეყნად“ პროექტის მონაწილე მოსწავლეებზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, – მათში სტერეოტიპებისგან გათავისუფლება დაიწყო. ეს მხოლოდ ფურცელზე დაწერილი პროექტი კი არ აღმოჩნდა, არამედ რეალური შედეგები მოჰყვა.
„მოზარდებს სწორი ღირებულებები უნდა ჩამოვუყალიბოთ. ეს პროექტიც სწორედ ამას ისახავდა მიზნად, – ამბობს თეა ტალახაძე, – უფროსების გავლენით ბავშვებს სტერეოტიპული დამოკიდებულებები უყალიბდებათ და ეს უარყოფით გავლენას ახდენს მათი სწორი აზროვნების განვითარებაზე.
პროექტის მონაწილეებად მეექვსე კლასელები იმიტომ შევარჩიე, რომ ამ ასაკში ბავშვებმა გაიაზრონ, – შშმ პირები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან.
ბავშვებს რომ ვკითხეთ, – მომავალ წელს რომელი პროექტის გაგრძელებას ისურვებდით, – მათმა უმეტესობამ „ბავშვები სტერეოტიპების გარეშე“ დაასახელა. ვფიქრობ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი იყო, რადგან მოსწავლეების წარმოსახვა და დამოკიდებულებები გაუმჯობესდა“.
აღნიშნული პროექტი შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის დასკვნითი ღონისძიება რეჟისორმა ნინო ორჯონიკიძემ გადაიღო.
ლიკა ხიჯაკაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი