
2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ხათუნა რაზმაძე გახდა.
ის თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელია.
დაჯილდოების ღონისძიებაზე გამარჯვებულს ჯილდო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გადასცა და წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში.
დაჯილდოების ღონისძიებაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ „მასწავლებლობა უაღრესად პატრიოტული პროფესიაა – პირდაპირი მნიშვნელობით ემსახურება ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეს. შესაბამისად, თითოეული მასწავლებელი საზოგადოების მიერ უნდა იყოს უაღრესად დაფასებული“.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.
ეს ინიციატივა საქართველოში უკვე მეხუთედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი, მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი ლადო აფხაზავაა – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
2018 წელს ეს ჯილდო მანანა კაპეტივაძეს ერგო, ის ბაღდათის #2 სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელია;
გიორგი ჭაუჭიძემ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019 წელს მიიღო. ის მარნეულის #2 სკოლაში ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელია;
გასულ წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა სოფო გოგოხია – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი აფხაზეთის N10 საჯარო სკოლიდან.
2018 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში იყო ხარაგაულის სოფელ ბაზალეთის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნინო გურეშიძე.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის