

საკრებულოების პირველ სხდომას ცენტრალური საარჩევნო კომისია, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოსთვის მოიწვევს.
„საარჩევნო კოდექსის“ 151-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში იწვევს.
„სამართლიანი არჩევნების“ იურისტ რატი თინიკაშვილის განმარტებით, პირველ სხდომებს ცესკო, მეორე ტურების შედეგების შეჯამების შემდეგ მოიწვევს, რადგან რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტატი წევრების ასარჩევად მეორე ტურები ტარდება.
ვინ გახდება ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე, – ამის გარკვევას, პირველ რიგში, მოქმედ თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძესთან შევეცადეთ. მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე პაატა გოგოლაძემ გვითხრა, რომ „2021 წლის მოწვევის საკრებულოს ისევ მანანა ბარბაქაძე უხელმძღვანელებს და ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია“.
12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ბავშვთა შრომის
„ის, რაც საზმაუს ეთერში მოხდა, ერის დიაგნოზია და ვერ დანახვა დანახვამდე
დღეს, 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გასტანს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით საქართველოს
ბოლო პერიოდში ვრცელდება რამდენიმე თაღლითური სქემა, რომელთა მიზანი