

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოში ოთხი პოლიტიკური პარტია იქნება წარმოდგენილი.
პროპორციული სისტემით თითო-თითო მანდატი ერგოთ პარტია „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“.
წინასწარი მონაცემებით, 6+1 მანდატს მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო 12+1-ს – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, არჩილ ბლიაძისგან, მოპოვებული ინფორმაციით, წინასწარი მონაცემები, დაზუსტების შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს.
ამის მიხედვით, ნაცმოძრაობის პარტიული სიიდან საკრებულოში 6 ან 7 დეპუტატი მოხვდება; შესაბამისად, ხარაგაულის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით 12 ან 13 წევრი გახდება.
შეგახსენებთ, რომ #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით, თერთმეტივე მანდატს სახელისუფლებო კანდიდატები დაეუფლენ.
გთავაზობთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს შემადგენლობას, წინასწარი მონაცემებით:
მაჟორიტარული სისტემით დეპუტატები გახდნენ:
უახლოეს დღეებში, მონაცემების დაზუსტებისთანავე, გაირკვევა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემდეგი წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის მე-7 ნომერი – ჯაბა ჯიმშიაშვილი გახდება, თუ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-13 ნომერი – ირმა ვაქერ-სებისკვერაძე.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატებს წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას, ამომრჩეველთა ნდობის გამართლებას უსურვებს.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:
ხარაგაულის საკრებულოს თერთმეტივე მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნების“ წევრია
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში ხმების 57,69% სახელისუფლებო კანდიდატმა მიიღო
12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ბავშვთა შრომის
„ის, რაც საზმაუს ეთერში მოხდა, ერის დიაგნოზია და ვერ დანახვა დანახვამდე
დღეს, 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გასტანს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით საქართველოს
ბოლო პერიოდში ვრცელდება რამდენიმე თაღლითური სქემა, რომელთა მიზანი